სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ისეთი ფილმები, რომლებიც ახალგაზრდა თაობებს უნერგავს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს - ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "იმედის დილაში" განაცხადა.
"ჩემი აზრით სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ისეთი ფილმები, რომლებიც, ერთის მხრივ, საზოგადოებას ხელს უწყობს და აქ გამოვყოფ ახალგაზრდა თაობებს, მათ უნერგავს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს და აძლევს სწორ ინფორმაციას, თუ რა არის ადამიანის უფლებები, რა არის დეოკუპაციისთვის საჭირო.
ამ ახალგაზრდა თაობებში, კიდევ უფრო ყურადღება მისაქცევ ჯგუფად უნდა გამოვყოთ ის ახალგაზრდები, რომელიც ოკუპაციის გამო დევნილთა მესამე, მეოთხე თაობაა. მათ უნდა იცოდნენ, რომ მშობლიური ადგილია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ეს მტკივნეული საკითხია და ჩემი აზრით ხელოვნება ამასაც უნდა მოემსახუროს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.