"ძალიან მალე გამოვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას. ესენი არიან კირითხურო, ქვითხურო თუ სხვა პროფესიის ადამიანები. ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "იმედის დილაში" განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ "ვარდების რევოლუციის" დღიდან დაიწყო ნგრევა იმ სტრუქტურებმა, რასაც ძეგლთა დაცვის სტრუქტურები და პროფესიონალიზმი ერქვა.
ამზადებთ ძალიან დიდ სიახლეს, რომელსაც როცა გარეთ გამოვიტანთ, საზოგადოება იფიქრებს: „ეს ხომ ისედაც ასეა და ისედაც ასე უნდა ყოფილიყო“, მაგრამ დღემდე, ეს ასე არ იყო. ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციის“ დღიდან დაიწყო ნგრევა იმ სტრუქტურებმა, რასაც ძეგლთა დაცვის სტრუქტურები და პროფესიონალიზმი ერქვა. რა თქმა უნდა, რეფორმები საჭირო იყო, მაგრამ - არა ნგრევის ფორმით.
"ძალიან მალე გამოვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას. ესენი არიან კირითხურო, ქვითხურო თუ სხვა პროფესიის ადამიანები. ამბობენ, მჭედელი არ ჰყავს ქვეყანასო, მაგრამ არიან ქვის ოსტატებიც და სხვებიც, რომელთაგანაც შევქმნით რეესტრს. სავარაუდოდ, ერთი წლის თავზე, მზად ვიქნებით, რომ სამინისტრომ მათი სერტიფიცირების პროცესი წარმართოს. ყველა ძეგლს უნდა შეეხოს მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც ამ საქმის პროფესიონალია და გარემონტება კი არ უნდა მიმდინარეობდეს, არამედ - რეალური რესტავრაცია", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.