სატვირთო ხომალდი, რომელმაც სუეცის არხი რამდენიმე დღის განმავლობაში გადაკეტა, მეჩეჩიდან გაიყვანეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კონტეინერებით დატვირთული უზარმაზარი ხომალდი ბუქსირებით მეჩეჩს მოაცილეს და სწორი კურსის აღებას ცდილობს.
ამასთან, საზღვაო მომსახურების კომპანია Inchcape-მა განაცხადა, რომ ხომალდი "გაათავისუფლეს".
პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო ხომალდი Ever Green, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდების საპორტო ქალაქ როტერდამისკენ მიეშურებოდა, სუეცის არხში 23 მარტს შევიდა, რა დროსაც, ძლიერი ქარისა და რთული ხილვადობის გამო, კონტროლი დაკარგა.
მთელი ამ დროის განმავლობაში, სუეცის არხში, რომელიც მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზაა, ათეულობით ხომალდი "საცობში" იყო მოხვედრილი.
სუეცის არხი ხმელთაშუა ზღვას წითელ ზღვასთან აკავშირებს, რაც უზრუნველყოფს უმოკლეს საზღვაო კავშირს აზიასა და ევროპას შორის.