18-21 ნოემბერს საბერძნეთში, სალონიკში, "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაცია" გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ბიზნესფორუმს აწყობს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "დამსაქმებელთა ასოციაციიდან" აცნობეს, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების პარტნიორობის პირველი ფორუმი ტუროპერატორებისთვის და ტურისტული სააგენტოებისთვის იმართება. ფორუმის პარალელურად, ჩატარდება 26-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საგამოფენო ცენტრ "ჰილოხენიაში".
გამოფენაში მონაწილეობის მსურველ ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ შემდეგი პირობებით: 8 კვმ სტენდი უფასოდ საგამოფენო დარბაზში"Pჰილოხენია"; სასტუმრო სპეციალური ფასებით (4-ვარსკვლავიანი სასტუმრო); ავიაკომპანიის მომსახურებაზე 25%-იანი ფასდაკლებით.