პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე, ნუგზარ წიკლაური პოლონეთის ქართული დიასპორის თავმჯდომარეს, დავით გამცემლიძეს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის კავშირები, რომლებიც ქართულ მხარეს პოლონეთის ქართული სათვისტომოსთან აქვს, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.
"ის კავშირები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დამყარებული და რომელსაც ამის შემდეგ დავამყარებთ, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული-პოლონური ურთიერთობების ინტენსიფიკაციისთვის", - აღნიშნა წიკლაურმა და დასძინა, რომ ორმხრივი ვიზიტები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ახალი უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას.