თბილისის მერმა გიგი უგულავამ გლდანში. კობერიძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაო დაათვალიერა. როგორც მან მოსახლეობას განუცხადა, მერია 2011 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს თბილისელებთან ერთად განსაზვრავს.
"თითოეულ თბილისელს ეძლევა შესაძლებლობა, ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა პირადად მიიღოს, წამოჭრას მისთვის აქტუალური საკითხი და დააფიქსიროს საკუთარი აზრი. ამ მიზნით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს, ანკეტა შეავსოს, მასში მისთვის სასურველი გრაფა მონიშნოს და შემდეგ ის მეტროსადგურებში დამონტაჟებულ სპეციალურ ურნებში მოათავსოს. თბილისის თვითმმართველობის ორგანოები მოქალაქეების მიერ შევსებულ ყველა განაცხადს განიხილავენ და მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრისას გაითვალისწინებენ", - განაცხადა უგულავამ.
კობერიძის ქუჩაზე 4 500 კვ.მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება და ახალი ბეტონის ბორდიურები კეთდება. სამუშაო კვირის ბოლოსთვის დასრულდება.