გუშინ, 24 მარტს შეერთებული შტატები სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ მხარეებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც საუბარია აშშ-სა და ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის რუსეთის აგრესიაზე უკრაინასა და საქართველოში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად იმოქმედონ უკრაინასა და საქართველოში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
"მდივანმა ბლინკენი და უმაღლესი წარმომადგენელ ბორელი შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად, კოორდინირებულად გაუმკლავდებიან რუსეთის გამომწვევ ქცევებს, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას. ისეთ გამოწვევებს, როგორებიცაა, ჰიბრიდული საფრთხეები, დეზინფორმაცია, ჩარევა საარჩევნო პროცესებში, მავნე კიბერმოქმედებები და სამხედრო ყოფნა.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, კოორდინირებული გახადონ თავიანთი საპასუხო რეაქცია რუსეთში არსებული ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაუარესებული მდგომარეობის წინააღმდეგ.
მხარეები ასევე აცხადებენ მზაობას, ითანამშრომლონ რუსეთთან იმ საკითხებზე, რაც საერთო ინტერესებს წარმოადგენს და მოუწოდონ რუსეთს, შეწყვიტოს კონფრონტაციული მიდგომები", - აღნიშნულია განცხადებაში.