დღეს, 17 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სანდრა ჰენცშელის წიგნის _ "იურიდიული კაზუსის ამოხსნის მეთოდი" _ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც თსუ-ში აცხადებენ, სანდრა ჰენცშელი საჯარო ლექციას ჩაატარებს, რომლის ორგანიზატორები კიოლნის უნივერსიტეტის LLM პროგრამის წარმომადგენლობა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებაა.