დღეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა.
"მინისტრის პირველ მოადგილედ კარლო (კახა) სიხარულიძე დაინიშნა. კახა სიხარულიძე კარიერული დიპლომატია. ის დიპლომატიურ სამსახურშია 1993 წლიდან და საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს, იყო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილე, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი.
კახა სიხარულიძე გახლდათ საქართველოს ელჩიჩეხეთში, ჩინეთში, იტალიაში, სან მარინოსა დამალტაზე. ის გახლავთ ფილოლოგიურმეცნიერებათა დოქტორი; იტალიის დიპლომატთა ასოციაციის საპატიო წევრი. ავტორია წიგნისა "ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკა".
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე პროფესიონალი იურისტია და წლების მანძილზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში თეა წულუკიანის გუნდში მუშაობდა. ის სხვადასხვა დროს იყო იუსტიციის სახლის გენერალური დირექტორი, ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე. ბოლოს ეკავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. ახლად შექმნილ სამინისტროში, სოსო გიორგაძე სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კურატორი იქნება.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი, პრაქტიკოსი იურისტია. არის იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი. ის ასევე გახლავთ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი. მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, ბოლო წლებში კი ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მას აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და სასამართლო სისტემაში მუშაობის მნიშვნელოვანი და მრავალწლიანი გამოცდილება. ის ახალ სამინისტროში საპარლამენტო მდივანი იქნება და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნას", - იუწყება კულტურის სამინისტროს პრესსამსახური.