დღეიდან თბილისში ავტობუსის 35 სამარშრუტო ხაზი გაუქმდა. დღეიდან თბილისში სულ 92 მოქმედი სამარშრუტო ხაზი დარჩება, რომელზეც ყოველდღიურად 477 ავტობუსი ივლის.
როგორც მერია განმარტავს, სამარშრუტო ხაზების გაუქმება მოსახლეობის ნაკადის სიმცირემ გამოიწვია.
გაუქმებული მარშრუტებია: #5, 8, 13, 30, 32, 35, 52, 54, 57, 58, 63, 64, 67, 74, 76, 81, 83, 89, 93, 96, 97, 98, 100, 105, 111, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 123 და 125.
დამოკლდა და შემცირდა: #1, 2, 6, 11, 12, 16, 17, 25, 28, 34, 36, 39, 43, 44, 48, 50, 55, 56, 62, 70, 71, 72, 75, 79, 80, 85, 86, 87, 88, 90, 92, 94, 99, 102 და 107.