რაც ჩვენ და ელისაშვილმა გავაკეთეთ ამ ორ თვეში, წინა მოწვევის პარლამენტში მთელი 4 წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი გაკეთებულა - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების წევრმა, დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა "ენდიაის" კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
ზილფიმიანის განცხადებით, საზოგადოებას პარლამენტის მიმართ ავტორიტეტი დაკარგული აქვს.
"პარლამენტთან დაკავშირებით საზოგადოების გრძნობებს ვიზიარებ. რამდენჯერ შეიძლება გავაკრიტიკოთ წინა მოწვევის პარლამენტები. საერთოდ, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პარლამენტად აღქმას არ ვაპირებ და არც არვინ აპირებს. მოსახლეობაში იმდენად დაკარგული აქვს ავტორიტეტი პარლამენტარიზმს, რომ აქამდე მივედით, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, ნელ-ნელა გამოსწორდება. რაც ჩვენ და ელისაშვილმა გავაკეთეთ ამ ორ თვეში, მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთელი 4 წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი გაკეთებულა", - განაცხადა ზილფიმიანმა.