როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, „ფაიზერის“ ვაქცინა ხვალ უნდა შემოვიდეს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინა გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც განხორციელდება ვაქცინაცია.
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, „ფაიზერის“ ვაქცინა ხვალ უნდა შემოვიდეს საქართველოში. მისი ტრანსპორტირება მოხდება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, შემდეგ გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც განხორციელდება ვაქცინაცია. „ფაიზერი“ ხელმისაწვდომი იქნება, როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე ყველა იმ დაშვებული ჯგუფისთვის, რომელიც გუშინ იქნა გამოცხადებული“, - თქვა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43200 დოზა 13 მარტს შემოვიდა. ვაქცნა განკუთვნიის იყო სამედიცინო პერსონალისთვის, 23 მარტის მონაცემებით, აიცრა მხოლოდ 4 ათასამდე მედპერსონალი.