არ გამოვრიცხავ, რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს, ვინაიდან შეზღუდვები არის ეფექტური, თუმცა ღრმად მწამს, რომ ჩვენს მოსახლეობას ეყოფა გონიერება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან ყველა იმ ღონისძიება, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ეპიდემიოლოგები მიუთითებენ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, მესამე ტალღის აცილება შეიძლება, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.
"ყველა ნიშნული, რომელიც დღეს მომატებულია გვაძლევს იმის ეჭვს და საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც დღეს მოსახლეობისთვის არის ცნობილი. ამაში ვგულისხმობ პირველ რიგში პირბადის გამოყენებას, დისტანციის დაცვას, და პირად ჰიგიენას. არ გამოვრიცხავ, რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს, ვინაიდან შეზღუდვები არის ეფექტური გზა, თუმცა ღრმად მწამს იმის, რომ ჩვენს მოსახლეობას ეყოფა გონიერება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაიცავენ ყველა იმ ღონისძიებას, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ეპიდემიოლოგები მიუთითებენ", – განაცხადა ტიკარაძემ.