2 ნოემბერს, 16:30 საათზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის კონკურსის შედეგები გამოცხადდება.
კონკურსში წარმოდგენილი იყო 41 ავტორის ესკიზი, რომელთა დათვალიერების საშუალება დაინტერესებულ საზოგადოებას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა. საუკეთესო პროექტის გამოსავლენად სპეციალურმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და შედეგებს თავად კულტურის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა გაახმაურებს.
მემორიალი, რომელიც გორის ცენტრალურ მოედანზე საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ძეგლის ნაცვლად უნდა დაიდგას, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაღუპულ ადამიანებს, მათ შორის ჰოლანდიელ ჟურნალისტს, სტენ სტორიმანს მიეძღვნება. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქ.გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.