„რაც შეეხება გახარიას, დაველოდოთ მის განცხადებას, პლატფორმას, ხედვას, თუ რას აპირებს, ამის შემდგომ შეიძლება, რომ პოლიტიკური ანალიზი გააკეთო", აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი. მისი განმარტებით, თუ იქნება, გამოჩნდება ჯანსაღი ოპოზიციური ძალები, რომლებიც შემდგომ გაიზრდებიან, ამას ყოველთვის მივესალმებით.
"ჯერჯერობით დაველოდოთ პოლიტიკურ პროცესებს. ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციაში გამოჩნდნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შეავსებენ იმ სიცარიელეს, რომელიც დატოვა რადიკალურმა ფრთამ. ამას სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გამოჩენა, პრაგმატული მიდგომები საკითხების მიმართ, ჩვენი ოპონირება, ოღონდ სწორად და პრაგმატულად,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.