გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა. გამოკითხულთა 12% კი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ შემოსავალი შეუმცირდა, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებში.
გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ არ მუშაობდა არც პანდემიამდე და კვლავაც უმუშევარია. კვლევა, ასევე, შეიცავდა კითხვას ეკონომიკის სტიმულირების სამთავრობო გეგმაზე. გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ პანდემიის საპასუხოდ მთავრობის მიერ მიღებული ზომები ეფექტური იყო. საპირისპირო აზრზეა გამოკითხულთა 37%.
კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.