მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ კრისტიან დანიელსონის მომდევნო ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
„ადრე თუ გვიან, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით იქნება თუ სხვა ფორმატით, „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოუწევს“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება. შარლ მიშელი აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად ბრუნდება.