ვმუშაობ პოლიტიკურ დღის წესრიგზე, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს.
"დღეს მე განვაცხადე, რომ ვრჩები ქართულ პოლიტიკაში. ამჟამად ვმუშაობ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება", - წერს გახარია.
შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ დღეს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.