2010 წლის იანვარ-ოქტომბერში სულ აჭარაში ჩამოვიდა 890 705 ვიზიტორი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 10 თვეში აჭარაში ჩასულ ტურისტებიდან 602 908 შიდა ვიზიტორი და 287 797 უცხოელი ვიზიტორი იყო.
დეპარტაენტის ინფორმაციით, 2009 წლის იანვარ-ოქტომბერში აჭარაში ჩამოსული ვიზიტორების რაოდემობა იყო 497 526, ამათგან 348 928 შიდა ვიზიტორი და 148 598 უცხოელ ვიზიტორს შეადგენდა.
2010 წლის 10 თვეში აჭარას ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან ყავდა, რომელთა რაოდენობააც იანვარ-ოქტომბერში 122 ათას 548 ვიზიტორი შეადგინ. აზერბაიჯანიდან აჭარას 40 ათას 169 ვიზიტორი, ხოლო სომხეთიდან 96 ათას 276 ვიზიტორი სტუმრობდა.