კვირის ბოლომდე საბაჟო წესების დარღვევით იმპორტირებული პროდუქციის შეძენა ონლაინ მაღაზიითაც გახდება შესაძლებელი.
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორაციით, შესაძლებელი ხდება კურიერის მომსახურეობა, რომელიც კლიენტს სახლში მიართმევს სასურველ ნივთს, თუ მისი ღირებულება 25 ლარს აღემატება.
საბაჟო წესების დარღვევით შემოტანილი პროდუქცია, რომელიც იმპორტიორს ჩამეორთმევა, დღეისათვის სამ სპეციალიზებულ მაღაზიაში იყიდება. მაღაზიები ელიავასა და ლილოს ბაზრობებზე და იაშვილის ქუჩაზეა განთავსებული.
საბაჟო წესების დამრღვევი იმპორტიორებისთვის ჩამორთმეული საქონლის სარეალიზაციო პირველი მაღაზია ლილოს ბაზრობასთან, სავაჭრო ცენტრ "ჯი-თი-სიში" 2009 წლის ზაფხულში გაიხსნა. აქ, ძირითადად, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდება. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე განტავსებულ მაღაზიაში ძირითადად სამშენებლო მასალა იყიდება, ხოლო იაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში სამონადირეო აღჭურვილობის შეძენაა შესაძლებელი. სპეციალიზებულ მაზაღიაში განთავსებული საქონლის ფასს დამოუკიდებელი ექსპერტი ადგენს და იგი საბაზრო ფასთან მიახლოებულია.