ოპოზიციური პარტიები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან. ოპოზიცია აცხადებს, რომ ვინაიდან ქართულმა ოცნებამ ოპოზიციასთან მოლაპარაკები ჩააგდო, არ გაითვალისწინა დასავლელი პარტნიორების მედიაცია ისინი აქტიურ ქმედებებზე გადადიან.
ოპოზიცია რეგიონების მცხოვრებლებთან შეხვედრებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს.
"დღიდან, ამ წუთიდან, ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას აქვს აზრი, რადგან ჩვენს უკან არის სიმართლე, ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია როგორც თბილისში, ისე რეგიონები, თუმცა ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე, ეს იქნება 15 მაისს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მთავარი საპროტესტო აქცია 15 მაისს, თბილისში გაიმართება.