ხშირი შემთხვევაა ცოლ-ქმრის დაშორებისა; ამბობენ, ხასიათებით ვერ ვეთავსებით ერთმანეთსო. ადამიანმა უნდა მოითმინოს, უნდა დაუთმოს, ადამიანმა უნდა იცოდეს, - თქვა საქათველოს პატრიარქმა ილია მეორემ ხუთშაბათს ქადაგებისას.
მან გიორგი ზვიადაძეს დაავალა დაწეროს წიგნი "ოჯახის ცხოვრება", – როგორ მოუაროს მშობელმა შვილებს და შვილებმა – მშობლებს, როგორ იმკურნალონ, როგორ იშრომონ.
"მაქვს ერთი წინადადება – ჩვენ გვაქვს ბევრი ინსტიტუტი, სასწავლებლები, მაგრამ ადამიანის უნივერსიტეტი არ გვაქვს. ადამიანი ურთულესი პიროვნებაა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ აღვზარდოთ ჩვენი შვილები. აი, ჩვენთან მოდიან ახალგაზრდებიც, მოხუცებიც; ხშირი შემთხვევაა, რომ დედ-მამს ჰყავს ერთი შვილი, დაოჯახების შემდეგ ის შვილი ტოვებს თავის მშობლებს და მიდის ცალკე. შეიძლება ის მშობლები მშივრები არ არიან, მაგრამ სიყვარული აქვთ თავიანთი შვილისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს მცნება: "პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა". სიონის საპატრიარქო ტაძარს ვავალებ, მამა გიორგის – პროტოპრესვიტერის თაოსნობით, დაიწეროს წიგნი "ოჯახის ცხოვრება", – როგორ მოუაროს მშობელმა შვილებს და შვილებმა – მშობლებს, როგორ იმკურნალონ, როგორ იშრომონ", - თქვა პატრიარქმა.
მისი თქმით, ეს იქნება ეკლესიაში დაწერილი და მორწმუნე ხალხის მიერ შედგენილი უნიკალური წიგნი“
"თქვენ ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ ხშირი შემთხვევაა ცოლ-ქმრის დაშორებისა; ამბობენ, ხასიათებით ვერ ვეთავსებით ერთმანეთსო. ადამიანმა უნდა მოითმინოს, უნდა დაუთმოს, ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ მოუაროს საკუთარ თავს, როგორ მოუაროს თავს, ყურებს, ყელს, ორგანიზმს“,- თქვა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ეს უნდა იყოს გასაგები ენით დაწერილი, ამავე დროს – მეცნიერულად გამართული. უნდა დაიწეროს გეგმა, რას შეეხება მედიცინა, თავის მოვლა, ჰიგიენა, სისუფთავე, წესრიგი ოჯახში.
მან აღნიშნა, ეს უნდა იყოს გასაგები ენით დაწერილი, ამავე დროს – მეცნიერულად გამართული. უნდა დაიწეროს გეგმა, რას შეეხება მედიცინა, თავის მოვლა, ჰიგიენა, სისუფთავე, წესრიგი ოჯახში.
"თქვენ ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დავწეროთ, მეც – მათ შორის. მე ვიქნები თქვენი მრჩეველი, ბევრი რამე ვიცით ცხოვრებისეული. ამის შესახებ დაწერილია ბევრი წიგნი. მერე დავდებთ ამას ინტერნეტში, მოვისმენთ. ძალიან საინტერესო იქნება. ერთ კვირაში ველოდები გეგმას. მამა გიორგი, ერთ კვირაში მოიწვიეთ, გაანაწილეთ, ვის რა თემა შეხვდება, სარჩევი გააკეთეთ. ეს იქნება ეკლესიაში დაწერილი და მორწმუნე ხალხის მიერ შედგენილი უნიკალური წიგნი", - თქვა პატრიარქმა.