საქართველოს ხელისუფლების მთავარ ამოცანას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირველების შესვლა წარმოადგენს.
ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლა და მათ მიერ დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული დაბრუნების პირობების შექმნა", - აღნიშნა იაკობაშვილმა.
მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და მათში ჩართულების გეგმა რუსულ და მარიონეტულ რეჟიმებში გაღიზიანებას იწვევს, თუმცა ყველა ხვდება, რომ მისი განხორცილება აუცილებელია.
"იძახიან, რომ სტრატეგიას არც წაიკითხავენ, მაგრამ ამ დროს ყველას აქვს წაკითხული და გარკვეული მოლოდინებიც აქვთ. თუნდაც ე.წ. ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებით", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.