საკრებულო აბსოლუტურად ნომინალურია ბათუმში, მერია ნომინალურია, უმაღლესი საბჭო საერთოდ არაფერს არ აკეთებს,- თქვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.
აღნიშნული განცხადება ელისაშილმა ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით გააკეთა. მან იმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, მოუსმიონ იმ ადამანებს, რომლებიც ბულვარში მიმდინარე მშენებლობებს აპროტესეტებენ.
„ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო არჩილ, მსურს თქვენ გთხოვთ და გადმოგცეთ ჩემი თხოვნაც, იქ ქუჩაში მდგომები, სამი თვეა, რომ აპროტესტებენ ამ მშენებლობას, ნებისმიერი ფორმატით პარლამენტში დავნიშნოთ შეხვედრა, ადამიანებმა წარმოადგინონ არგუმენტები კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ, ვინაიდან, ძეგლში მშენებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. მოუსმინოთ, გთხოვდით, ამ ადამიანებს, მათ წუხილებს, მათ პრობლემებს ნებისმიერ ფორმატში, ისინი არიან მზად, ჩამოვიდნენ, მოვიდნენ და მთელ საზოგადოებას გააცნონ, ვინაიდან ბათუმი, სადღაც გადაკარგულში ხომ არ არის არა? თითოეული ჩვენგანი წუხილია და ჯერ ისევ თითოეული ჩვენგანი სიამაყეა, ვიდრე ბოლომდე დაგვიკარგავს ამ ქაოტური და აღვირახსნილი მშენებლობებით. ამდენად გთხოვდით და გაგიმეოერებდით თხოვნას, რომ ნებისმიერ ფორმატში დავნიშნოთ შეხვედრა, ეს ადამიანები მზად არიან, ჩამოვიდნენ და საკუთარი არგუმენტები გააცნონ საზოგადოებას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.