ასოციაცია "გლობალ სტარმა" აჭარაში ახალი პროგრამა დაიწყო. კომპანია, სასტუმროების კვების ობიექტების კლასიფიკაციის პარალელურად, კერძო ტიპის სასტუმრო სახლების შემოწმებასაც დაიწყებს.
"გლობარ სტარი" პროექტში ჩართულ ორგანიზაციებს საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ტრენინგებს ჩაუტარებს. სწორედ სტანდარტების დანერგვის შემდეგ მოხდება ობიექტების აუდიტი. ამის შემდგომი ეტაპია გესტ-ჰაუსებისათვის ხარისხის ნიშნის მინიჭება.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 5 მარტს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და კომპანია "გლობალ სტარს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საქართველოში არსებული სასტუმროების კლასიფიკაციას (ვარსკვლავების მინიჭებას) ითვალისწინებს.
"გლობალ სტარში" განმარტავენ, რომ სასტუმროების შეფასების კრიტერიუმი დაფუძნებულია "Hოტელსტარს"-ის მიერ აღიარებული ვარსკვლავების მინიჭების ერთიან სტანდარტზე. ვარსკვლავების მინიჭებისთვის ჩამოყალიბებულია შეფასების 270 კრიტერიუმი, რომელიც მოიცავს სასტუმროს ინფრასტრუქტურას და მომსახურებას.