„მოლაპარაკებებზე ჩვენ ვინარჩუნებთ იმ შეთანხმებას, რომ კონკრეტიკაზე არ ვისაუბროთ", - ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველტ მოადგილე გურამ მაჭარაშვილი. მისი განმარტებით, "ქართული ოცნების" მიზანია შეთანხმება შედგეს.
"ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრი ნაბიჯია პოზიტიურად გადადგმული და კანონპროექტის სახეც კი აქვს მიღებული ჩვენს ამ შეთავაზებას და გარდა ამისა, არის ისეთი პუნქტები და ისეთი წინადადება, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობის პრინციპზეა დაფუძნებული და პრაქტიკულად შეუძლებლად მიმაჩნია, ოპონენტებმა უარი თქვან ამ შეთავაზებაზე.
მოისმინეთ პრემიერის, პარტიის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, რომ ჩვენი მიზანია შეთანხმება შედგეს და რაც მთავარია, შედგეს სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.