გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, რომელიც ეფუძნება სამართლიანობას და ხალხის ინტერესებს, აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
მისი განმარტებით, ყველამ უნდა შეძლოს და საკუთარ პარტიულ ინტერესზე მაღლა დადგეს, იმოქმედოს არა ვიწროპოლიტიკური არამედ ქვეყნის და ხალხის ინტერესით
"მე აღარ შევალ შეფასებაში, ჩვენთვის ამოსავალი არის ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღე, ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესები. გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, რომელიც ეფუძნება სამართლიანობას და ხალხის ინტერესებს. სხვა ინტერესები ჩვენ არ გვამოძრავებს. ყველამ უნდა შეძლოს და საკუთარ პარტიულ ინტერესზე მაღლა დადგეს, იმოქმედოს არა ვიწროპოლიტიკური არამედ ქვეყნის და ხალხის ინტერესით, თუ ამ ინტერესით იმოქმედებს ყველა და ჩვენ ამ ინტერესით ვმოქმედებთ, ამის შესაბამისად არის კონკრეტული სამართლიანი შეთავაზებები გაკეთებული, თუკი ოპოზიციური ჯგუფებიც ამ ინტერესებით იმოქმედებენ, არის რესურსი პოზიციების დაახლოების,"- აცხადებს დეპუტატი.