საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას.
ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
"ოკუპანტები ხშირად აყენებენ საკითხს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება ცხინვალისა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმებთან გააფორმეს, რომლის მთავარი მიზანიც ჩვენი მხრიდან ამ რეჟიმების არაპირდაპირ აღიარება იქნება, ამას კი საქართველოს ხელისუფლება არასდროს არ გააკეთებს",- აღნიშნა იაკობაშვილმა.
მისივე თქმით, ქართული მხარე მზად არის თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულება რუს მხარესთან კიდევ ერთხელ გააფორმოს. თუმცა, ასეთი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია მედვედევი-სარკოზი-სააკაშვილის 12 აგვისტოს ცეცხლის შესახებ ხელშეკრულებით.