პრეზიდენტ მიშელისგან მაქვს ამოცანა, რომ დავეხმარო მედიაციას, სწორედ ამიტომ ვრჩები. განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა, რომელიც მედიაციას უწევს ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს.
კრისტიან დანიელსონის თქმით, არის სერიოზული საკითხები, რომლებიც გადაუწყვეტელი რჩება, მნიშვნელოვანია, პარტიები იყვნენ კონსტრუქციულები.
"ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა ამ დილით, დღის განმავლობაში კიდევ გვექნება შეხვედრები. ახლა პრეზიდენტთან მექნება შეხვედრა. პრეზიდენტ მიშელისგან მაქვს ამოცანა, რომ დავეხმარო მედიაციას, სწორედ ამიტომ ვრჩები. უკვე ვთქვი, რომ ბევრი საქმე გაკეთდა და ვაგრძელებთ მუშაობას. არის სერიოზული საკითხები, რომელიც გადაუწყვეტელი რჩება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარტიები იყვნენ კონსტრუქციულები, რომ კვლავ დავინახოთ კომპრომისის საჭიროება", განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
ამ წუთებში, დანიელსონი ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება.