საგარეო უწყება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეების საქმის შესახებ "არანაირ ინფორმაციას არ ფლობს".
"საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავებული ჯაშუშების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. შესაბამის დოკუმენტებს შსს ამუშავებს", - განუცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს ჟურნალისტებს.
შსს-ს ინფორმაციით კი, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეების საქმის შესახებ დეტალები ცნობილი 5 ნოემბერს დაგეგმილ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გახდება.
როგორც ცნობილია, საქართველოს პოლიციამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული საქართველოს 20 მოქალაქე დააკავა.
სავარაუდოდ, საქართველოს 20 მოქალაქე ჯაშუშურ ქსელს ქმნიდა და საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის ფედერაციას აწვდიდა