პლებისციტი არ მგონია კარგი იდეა, მაგრამ თუ ოპოზიცია დაუჭერს მხარს, მათი გადასაწყვეტია - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე განაცხადა.
"დანიელსონის დარჩენაც მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს საკითხები, რომელზეც პოზიციები დაახლოებულია. დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს, რომ გამოვალ მერე გავაკეთებ კონკრეტულ კომენტარს.
პლებისციტი არ მგონია კარგი იდეა, მაგრამ თუ ოპოზიცია დაუჭერს მხარს, მათი გადასაწყვეტია. მიმაჩნია, რომ ეს არის ოპოზიციისთვის ცუდი გამოსავალი, რადგან პლებისციტს წააგებს", - განაცხადა იოსელიანმა.