Weekend ტურების შედეგად, აჭარის მაღალი კლასის სასტუმროებში ნომრების 90% შევსებულია.
შედარებისთვის: შარშან, წელიწადის ამავე დროს ასეთი კლასის სასტუმროების მხოლოდ 40% იყო დატვირთული. რაც შეეხება შედარებით იაფფასიან სასტუმროებს, იქ ვითარება არ შეცვლილა და მათზე ისეთივე მოთხოვნაა, როგორც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო.
Weekend ტურების პერიოდში ანუ ოქტომბრის თვეში "ბათუმი შერატონსა" და "ინტურისტში" ნომრები თითქმის შევსებული იყო. ეს კი იმის გარანტიაა, რომ მომავალში ამ ბაზარზე შემოსვლის სურვილი სხვა ბრენდებსაც გაუჩნდებათ - მათ იმის შიში არ ექნებათ, რომ მხოლოდ ზაფხულის სეზონზე ეყოლებათ კლიენტურა.
ხავერდოვან სეზონზე ბიზნეს-შეხვედრებისა და კონფერენციების მოწყობის მიზნით ბათუმს უცხოური კომპანიებიც ესტუმრნენ - მაგალითად, ისრაელიდან და თურქეთიდან, რომლებმაც საქმიანი შეხვედრები გამართეს.