ამდენი წელია, მე გიქადაგებთ, რომ განკითხვა დამღუპველია, განკითხვა ღუპავს ადამიანს - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.
მისი თქმით, როცა ადამიანი განიკითხავს სხვას, იმის ცოდვებს თავის თავზე იღებს და იმძიმებს თავის ცოდვებს.
"ღმერთო, მოგვანიჭე ჩვენ განცდა ჩვენთა ცოდვათა და არა განკითხვა ჩვენისა ძმისა. ამდენი წელია, ჩვენ ვლაპარაკობთ ამის შესახებ, ამდენი წელია, მე გიქადაგებთ, რომ განკითხვა დამღუპველია, განკითხვა ღუპავს ადამიანს. როცა ადამიანი განიკითხავს სხვას, იმის ცოდვებს თავის თავზე იღებს და იმძიმებს თავის ცოდვებს. წმინდანებს ეკითხებიან, რა გავაკეთოთ, რომ ვცხონდეთ? წმინდა მამები პასუხობენ - ილოცე და იშრომე. ჩვენც უნდა შევასრულოთ, უნდა დავინახოთ გაჭირვებული ადამიანები, დავეხმაროთ მათ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სიყვარული სუფევდეს ჩვენს გარშემო, ჩვენს ოჯახებში", - თქვა პატრიარქმა.