ბევრი მიმართულებით არის წინსვლა, თუმცა დისკუსიები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, გარკვეული საკითხები საჭიროებს დამატებით შეთანხმებას, დაზუსტებას და დიალოგი უნდა გაგრძელდეს.
"გვქონდა კიდევ ერთი პროდუქტიული დისკუსია ჩვენს პარტნიორებთან ერთად, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება დიალოგს და შესაძლო შეთანხმებას. წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, თუმცა გაგრძელდება დისკუსიები პრემიერის ვიზიტის შემდეგაც, გარკვეული საკითხები საჭიროებს დამატებით შეთანხმებას, დამატებით დაზუსტებას და დიალოგი უნდა გაგრძელდეს. იქედან გამომდინარე, რომ მოლაპარაკებები გასაგრძელებელია, ჩვენ ახლაც მოვერიდებით დეტალების გამჟღავნებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.