იმედს ვიტოვებ, რამდენიმე დღეში მიღწეული იქნება შეთანხმება, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“იმედს ვიტოვებ, რამდენიმე დღეში იქნება შეთანხმება მიღწეული, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი და საჭირო ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. მათ შორის თქვენც გთხოვდით, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს დიდი მონდომება, სურვილი, მოლაპარაკებები დასრულდეს წარმატებით, აუცილებელია, რომ ჯერჯერობით დეტალებზე არ ვისაუბროთ. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ვერ ვიტყვით და გავამხელთ იმ დეტალებს, რომელზეც იყო საუბარი. ამის შესახებ ხვალ იქნება, თუ ზეგ, რამდენიმე დღეში ყველა ისედაც გაიგებთ. მოთმინებით თუ მოვეკიდებით საქმეს, დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ყველა იქნება კმაყოფილი”, - თქვა კუჭავამ.