დღეს იუსტიციის სამინისტროში საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრის მიზანია იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმებისა და აქტივობების გაზიარება ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან.
შეხვედრა დღეს, 1 ნოემბერს, 13:00 იუსტიციის სამინიტროს ახალი ადმინისტრაციულ შენობაში (ორთაჭალა, გორგასლის 24ა) გაიმართება.