სხვადასხვა ვაქცინებს შორის არჩევის გაკეთება მოსახლეობას თავად შეეძლება - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განაცხადა.
"ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი, მოსახლეობას ასევე თავად შეეძლება ვაქცინა აირჩიოს. ჩვენ მოსახლეობას მივცემთ საშუალებას, თავად აირჩიონ მათთვის სანდო ვაქცინა, რომელსაც ენდობიან.
ვაქცინებს მკაცრი მარეგულირებლისგან როდესაც აქვს აღიარება, ეს უკვე სანდოა. ექიმების შემთხვევაშიც ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობითი,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.