საქართველოში ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება შაბათიდან დაიწყება - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით, თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით, შაბათიდან, 13 მარტიდან საქართველოს ვაქცინები ეტაპობრივად მოეწოდება", – განაცხადა ტიკარაძემ.
ტიკარაძის განმარტებით, ქვეყანა პირველ ეტაპზე "ასტრაზენეკას" ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს.