დღეს, 1-ელ ნოემბერს, 15:00 საათზე, საზოგადოებრივი ნდობის დარბაზი პირველ სამუშაო სხდომას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საზოგადოებრივი ნდობის დარბაზიდან აცნობეს, შეხვედრაზე ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პარტიები დასახელდება, რომლებიც ნდობის დარბაზში გაწევრიანდებიან.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი ნდობის ჯგუფის შექმნის შესახებ 29 ოქტომბერს, ჭადრაკის სასახლეში, საზოგადოებრივი მოძრაობების საინიციატივო ჯგუფის პოლიტიკური პარტიების შეხვედრაზე გაცხადდა.
მისი მიზანია ორგანიზება გაუწიოს სამომავლო წინააღმდეგობის მოძრაობას, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ ვალდებულება საკუთარი გადაწყვეტილებები ნდობის დარბაზს შეუთანხმონ.
საზოგადოებრივი ნდობის დარბაზის პირველი შეხვედრა საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუში" გაიმართება.