აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგში უჩივის
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგში უჩივის. მისი ინფორმაციით, სასამართლომ საქმე წარმოებაში უკვე მიიღო.
როგორც მუხთარლი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, მისი საქართველოში ყოფნა აუცილებელია, რადგან საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა თავად უნდა მიიღოს და აჩვენოს პროკურატურას, საიდან გაიტაეს.
“მოვითხოვე საქართველოში ჩამოსვლა და იმ გზის ჩვენება, რომლითაც აზერბაიჯანისკენ წამიყვანეს. როგორც მსხვერპლმა, მე ეს უნდა გავაკეთო, ეს პროცედურული წესია. როდესაც [აზერბაიჯანის] ციხეში ვიყავი, ქართულმა უწყებებმა მითხრეს, რომ აზერბაიჯანი არ აძლევდა მათ ჩემი დაკითხვის უფლებას. უკვე ერთი წელია, თავისუფალი ვარ და ქართული უწყებები არ მაძლევენ საშუალებას, საქართველოში ჩავიდე, - წერს მუხთარლი.
აფგან მუხთარლი, საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო ედავება.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტი და უფლებადამცველი, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა. აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი პატიმრობიდან გათავისუფლდა, თუმცა ის საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერებს.
საქართველოში მუხთარლის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობდა.