შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა ეკონომიკის სტიმულირების უმსხვილესი, 1.9 ტრილიონ დოლარიანი პაკეტი და პრეზიდენტს გადაუგზავნა ხელმოსაწერად.
საბოლოოდ დამტკიცებამდე ეკონომიკის სტიმულირების პაკეტმა გრძელი გზა გაიარა, მისი პირვანდელი ვერსია წარმომადგენელთა პალატამ ჯერ კიდევ 27 თებერვალს დაამტკიცა და სენატს გადაუგზავნა განსახილველად. ხანგრძლივი დებატების შემდეგ სენატმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა კანონპროექტში და მხოლოდ ამის შემდეგ დაამტკიცა.
კანონპროექტში შესული ცვლილებების გამო, სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ, იგი კვლავ დაუბრუნდა წარმომადგენელთა პალატას საბოლოოდ დასამტკიცებლად.
სტიმულირების პაკეტი მოიცავს 1400-დოლარიან პირდაპირ ფულად დახმარებას ამერიკელებისთვის, ფულად სახსრებს მცირე ბიზნესებისთვის, პირდაპირ დაფინანსებას შტატებისა და ადგილობრივი მთავრობებისთვის, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსებას და უფრო მეტ თანხას კოვიდტესტირებისა და ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებისთვის.
კანონპროეტს არცერთმა რესპუბლიკელმა დაუჭირა მხარი.
თეთრი სახლის განცხადებით, ჯო ბაიდენი კანონპროექტს ხელს 12 მარტს მოაწერს.