დღეს თბილისში კონფერენცია "თბილისის მიწისძვრის სცენარი" გაიხსნება.
საუბარი წარიმართება დედაქალაქის სეისმური რისკების, კატასტროფული მასშტაბის მიწისძვრის სავარაუდო შედეგებისა და მათი შემცირების გზების შესახებ.
კონფერენციის ინიციატორია კატასტროფების რისკების შემცირების და გარემოს მდგრადი განვითარების საქართველოს ეროვნული კომიტეტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით.
კონფერენციაში მონაწილეობენ: თამაზ ჭელიძე, კატასტროფების რისკების შემცირების და გარემოს მდგრადი განვითარების საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე;
მათიას ვაინგარტი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) რეგიონული დირექტორის მოადგილე;
ჯეიმი მაკგოლდრიკი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში;
ღონისძიება დღეს, 1 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმროში "ბეთსი" (მაყაშვილის 32-34, თბილისი) გაიმართება.