ტაჯიკეთს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოვაქს პლატფორმის მეშვეობით ვაქცინის პირველი დოზები გადაეცა.
ტაჯიკეთი ცენტრალურ აზიაში მდებარე პირველი სახელმწიფოა, რომელმაც კოვაქსის გავლით ვაქცინა მიიღო.
დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში ასტრაზენეკას ვაქცინის 192 000 დოზა ჩავიდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) Covax პროგრამა მიზნად ისახავს, უზრუნველყოს ვაქცინების სამართლიანი განაწილება ყველა ქვეყანაში.
პლატფორმის მეშვეობით წლის ბოლომდე დაგეგმილია მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით 2 მლრდ დოზის გავრცელება.