ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება წარმოდგენილი "ქართული ოცნების" მხრიდან შეხვედრაზე, - თქვა „რუსთავი 2“-ის ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ.
მისი თქმით, მთავარია, ოპოზიცია მოემზადოს იმისთვის, რომ იყვნენ კონსტრუქციულები.
"ეს ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენი მხრიდან, ირაკლი ღარიბაშვილი, კობახიძე იქნება, თალაკვაძე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, ძალიან კარგად დაიცავს ჩვენი პარტიის და ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ, ნუ ნერვიულობენ, მთავარია, ისინი მოემზადონ იმისთვის, რომ იყვნენ კონსტრუქციული, ჩვენი მხრიდან ნამდვილად იქნება წარმოდგენილი ღირსეული გუნდი“, - ამბობს კახა კუჭავა.