ნამდვილად იქნება ჩვენი მხრიდან ძალიან კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგმული, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან დადებითად შეაფასებენ ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტში, - თქვა „რუსთავი 2“-ის ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ.
მისი თქმით, საბოლოო გეგმა არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა გეგმა ბევრ სხვადასხვა კომპონენტს შეიცავს.
"იმ გონივრული შეთავაზებით, რომელიც ნამდვილად იქნება მოწონებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული, ბევრ სხვადასხვა კომპონენტს შეიცავს და რა თქმა უნდა, იქნება ამაზე არა მარტო საუბარი და ყველა გაიგებს, არამედ, პირველ რიგში, იქნება დიალოგის მაგიდასთან ამ საკითხების განხილვა. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც "ქართული ოცნება" იღებს, არ გამომდინარეობს რაღაც კონკრეტული პარტიული ინტერესებიდან, რაც, სამწუხაროდ, სხვა შემთხვევებში გვხვდება ხოლმე, ეს იქნება ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან სწორი შემდეგი ნაბიჯი.
ვმსჯელობთ, არის ძალიან კარგი მონახაზები და კარგი ვერსიები, რომელზეც საბოლოოდ შევთანხმდებით. არ შევალ დეტალებში, ეს არის ის საკითხი, რომელზეც ჩვენ ამ კვირის განმავლობაში ნამდვილად გავაგრძელებთ მუშაობას და ირაკლი ღარიბაშვილი რომ ხელცარიელი არ ჩავა, ამაში ყველა მინდა იყოს დარწმუნებული. ნამდვილად იქნება ჩვენი მხრიდან ძალიან კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგმული, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან დადებითად შეაფასებენ ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტში“, - აცხადებს კახა კუჭავა.