8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1975 წლის 8 მარტს დაიწყო, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად იყო გამოცხადებული.
ორი წლის შემდეგ, 1977 წლის დეკემბერში, გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც წევრ ქვეყნებს წელიწადის ნებისმიერ დღეს "გაეროს ქალთა უფლებების და საერთაშორისო მშვიდობის დღე" თავიანთი ისტორიული და ეროვნული ტრადიციების შესაბამისად უნდა აღენიშნათ.
როგორ აღნიშნავენ ქალთა საერთაშორისო დღეს სხვა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.
ბანდუნგი, ინდონეზია
აქტივისტს ზურგზე აწერია სლოგანი "ჩემი სხეული, ჩემი უფლება"

ვლადივოსტოკი, რუსეთი
გულის ფორმით განათებული შენობა

სიუდად-ხუარესი, მექსიკა
ქალები ჯვრით ხელში მონაწილეობენ ძალადობისა და ფემიციდის დაგმობის მოთხოვნით გამართულ ღონისძიებაში

სანტო დომინგო, დომინიკელთა რესპუბლიკა
ეროვნული კონგრესის შენობის წინ, ქალებმა მეტი უფლებების მოთხოვნით დემონსტრაცია გამართეს

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მოძრაობა Women Collective-ს წევრები ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ქუჩის მხატვრობის ახალ ნიმუშს ქმნიან

სანტიაგო, ჩილე
ფემინისტური მოძრაობა Las Tesis-ის წევრები ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის რეპეტიციას გადიან

მეხიკო, მექსიკა
ეროვნული სასახლის წინ განთავსებულ ღობეზე ქალებმა ფემიციდის მსხვერპლთა პატივის მისაგებად ყვავილები მიიტანეს

ჯაკარტა, ინდონეზია
საპრეზიდენტო სასახლის წინ გამართლ დემონსტრაციაზე, ქალებმა გენდერული თანასწორობა, სამართლიანობა და მეტი კეთილდღეობა მოითხოვეს.

პარიზი, საფრანგეთი
ეიფელის კოშკის სიახლოვეს გაიმართა საპროტესტო აქცია ფემინისტური ჯგუფის ორგანიზებით

კატმანდუ, ნეპალი
ქალები მონაწილეობენ აქციაში, სადაც ითხოვენ უფასო ჰიგიენური საფენების უფლებას

ლაჰორი, პაკისტანი
პროფკავშირების წევრები მარშს მართავენ

თელ ავივი, ისრაელი
სასამართლოს შენობის წინ გაიმართა სიმბოლური საპროტესტო აქცია ლოზუნგით „უარს ვამბობ, ვიყო შემდეგი“. ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების მოსაგონრად, აქციაზე კუბოს მაკეტები მიიტანეს.
