პროგრამის "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში, საქართველოში უცხოელ პედაგოგთა მეშვიდე ნაკადი ჩამოვიდა.
ისინი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გადანაწილდებიან და ადგილობრივ მოსწავლეებს ინგლისური ენის უკეთ შესწავლაში დაეხმარებიან.
ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლის ივლისიდან ახორციელებს პროექტს ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად'', პროექტი წლის ბოლომდე საქართველოში 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას ითვალისწინებს. მომდევნო წლებში მოხალისე მასწავლებლების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
პროგრამის ფარგლებში ინგლისურენოვანი მასწავლებლები უკვე ასწავლიან აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, რუსთავისა და თბილისის საჯარო სკოლებში.