სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეშა და ფქვილი გორისა და ქარელის რაიონის 13 სოფლის მოსახლეობას გადაეცემა.
სოფელ დიცში შეშისა და ფქვილის გადაცემის პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები გოგა ხაჩიძე და ბაკურ კვეზერელი და სამხარეო რწმუნებული ზურაბ არსოშვილი მონაწილეობდნენ.
უახლოეს მომავალში დახმარება კასპის რაიონის სოფლებსაც დაურიგდებათ.
თითოეულ ოჯახზე ერთი ტომარა ფქვილი და 2 კუბამეტრი შეშაა გათვალისწინებული.