თბილისში მცენარეთა დაცვისა და კარანტინის ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ორგანიზაციის (EPPO) აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ის ქვეყნებისათვის სემინარი გაიმართება.
სემინარი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ერთიანი საერთაშორისო ფიტოსანიტარული სტანდარტების დანერგვას, განკუთვნილია პრაქტიკოსებისათვის, რომლებიც ახორციელებენ დახედვასა და ნიმუშების აღებას მცენარეული პროდუქციის იმპორტისა და ექსპორტის დროს ფიტოსანიტარული ღონისძიებების გატარების მიზნით.
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ 14 ქვეყნის სახელმწიფო ფიტოსანიტარული სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებში მოქმედ ფიტოსანიტარული კონტროლისა და ნიმუშების აღების პრაქტიკას.
სემინარს 1 ნოემბერს, სასტუმრო ,,ვარაზში" 10 სთ-ზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი გახსნის.
სემინარი 6 ნოემბერს დასრულდება.