მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს, - ასე ეხმიანება ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პლებისციტთან დაკავშირებით.
"არაფერს არ დავთმობთ პრინციპულს, პოლიტპატიმრები გამოვლენ და ვადამდელი იქნება, დანარჩენი ტაქტიკის ამბავია, რომელიც ჩვენს კისერზე და ტყავზე გადადის. მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს", - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ, მისი აზრით, ოპოზიცია პლებისციტს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს.